|
2016-06-29 15:18:35, 813 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი: სათუოა, რომ გიგი წერეთელმა ეუთო-ში საქართველოს ინტერესები გაატაროს
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, "ქართული ოცნების" დელეგაცია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. როგორც "ექსპრენიუსს" გია ვოლსკიმ განუცხადა, გიგი წერეთელი ამ პოსტზე დაასახელეს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს და აქ მისი ქართველობა არაფერ შუაშია. "ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა პოსტებზე არ ირჩევს ნაციონალობის მიხედვით, ის ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგაციების ფორუმია და პრეზიდენტის უფლებამოსილება, ქვეყნის სახელით წარადგინოს კანდიდატი, შეუსაბამოა. ევროპელი სოციალისტები ამ პოსტზე მხარს ავსტრიელ კანდიდატს უჭერენ. დიდი ალბათობით, სხვა ქვეყნების სახალხო პარტიელებიც მხარს მას დაუჭერენ. პოლიტიკური გაერთიანების საერთო პოზიციაზე უარის თქმა "ქართული ოცნებისთვის" და ქვეყნისთვის საზიანო იქნება. გიგი წერეთელის კანდიდატად დასახელება განპირობებულია არა მისი ნაციონალობით, არამედ იმით, რომ გიგი წერეთელი "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს. იგი ანსამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და სახალხო პარტიის ფრაქციის ლიდერია. ისიც სათუოა, რომ გიგი წერეთელი ამ პოსტზე საქართველოს ინტერესებს გაატარებს. ამის მიზეზი არის ის, რომ მას საქართველოს ინტერესები ესმის ისე, როგორც უნდა ესმოდეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ იქნება თუ "ქართული ოცნება" მას მხარს არ დაუჭერს", - აცხადებს გია ვოლსკი. უმრავლესობის ლიდერის თქმით, ასევე სათუოა იმის მტკიცებაც, რომ რუსეთი წერეთელის კანდიდატურას ბლოკავს. "მის მტკიცებაც, რომ რუსეთი ბლოკავს მის კანდიდატურას ასევე სათუოა, რადგან რუსეთს არ გააჩნია რესურსი, რომ იმოქმედოს დახურული არჩევნების პირობებში. არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთს აწყობდეს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის არჩევა, რათა ამით საქართველოში ევროპული სტრუქტურებისადმი უნდობლობის გაღვივებას შეუწყოს ხელი. ჩვენ სოციალისტების კანდიდატურას დავუჭერთ მხარს და არა გიგი წერეთელს. ჩვენ ვითვალისწინებთ "ქართული ოცნების" ღირებულებებს და მთავარი ფაქტორი არის სწორედ ეს და არა გიგი წერეთელის ქართველობა", - აცხადებს ვოლსკი. შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, იგივე მოუწოდა ეუთოში საქართველოს დელეგატებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)