03:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-29 13:06:44, 718 ნახვა

საზოგადოება
ბერლინში საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომობილი დაწვეს

გუშინ ბერლინში დიპლომატიური ნომრის მქონე რამდენიმე  ავტომანქანის დაწვა მოხდა, მათ შორის იყო  საქართველოს საელჩოს კუთვნილი  ავტომანქნა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ  ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჯალაღანიამ აღნიშნა, რა თქმა უნდა მიზეზები უნდა გამოიძიონ. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის.

„ამ ბოლო ხანებში ბერლინში რადიკალური დაჯგუფებები  არსებობს და ისინი მსგავსი სახის ვანდალურ ქმედებებს ჩადიან. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს. საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს“,-განაცხადა ჯალაღანიამ.

ამასთან, ჯალაღანიას  განცხადებით, ინციდენტი ავტოსადგომზე ღამის საათებში მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics