|
2016-06-29 12:04:35, 643 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: სამწუხაროა, რომ ტერორიზმი კვლავ ტოვებს ძალიან მტკივნეულ კვალს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოხატავს. „დღეს ძალიან მძიმე და ტრაგიკული წუთებია თურქი ხალხისა და თურქეთის ხელისუფლებისთვის. მინდა ჩემი გულისტკივილი და მწუხარება გამოვხატო სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამწუხაროა, რომ ტერორიზმი, როგორც გლობალური სენი, ჩვენი, ყველას ერთობლივი და დაუღალავი შრომის მიუხედავად, კვლავ ტოვებს თავის ძალიან მტკივნეულ და გაუმართლებელ კვალს უდანაშაულო ადამიანების ცხოვრებაზე. ეს ძალადობა უნდა შევაჩეროთ ერთობლივი ძალისხმევით, ამ სისასტიკეს ერთიანობით უნდა გაეცეს პასუხი უდანაშაულო მსხვერპლის სახელით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და სიმტკიცეს ვუსურვებ ამ მძიმე წუთებში“, - განაცხადა ხიდაშელმა. შეგახსენებთ, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცმებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა და 147 დაშავდა. სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯერ “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღიდან გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერაქტზე პასუხისგებლობა ამ დრომდე არავის აუღია, თუმცა თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ აეროპორტზე თავდასხმა “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა განახორციელეს. მსხვერპლთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)