|
2016-06-28 16:58:58, 719 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი: ე.წ. გამოკითხვა „ვანოს შოუს“ მორიგი სერიიდან არის
„რუსთავი 2“-ის ეთერით პრეზენტირებული ე.წ. გამოკითხვა „ვანოს შოუს“ მორიგი სერიიდან არის“,-ასე გამოეხმაურა FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე „ირმა ინაშვილი, დავით თარხანმოურავი პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი გერმანულ-ამერიკული ორგანიზაციის GFK-ის კვლევას, რომელიც „რუსთავი 2“ დაკვეთით ჩატარდა. „რუსთავი 2-ის ეთერით პრეზენტირებული ე.წ. გამოკითხვა "ვანოს შოუს" მორიგი სერიიდანაა, ეტყობა. ვიცინეთ, ვიცინეთ და ვიცინეთ!!! და 8 ოქტომბერსაც მაგრად დაგცინებთ ნაცმოძრაობას და მის სატელიტ პარტიებს. გერმანულ- ამერიკული კომპანია არა, იხვის ტოლმა. მართლა, მეცინება. ოდესაში დაწერილი პროცენტები გამოამზეურეთ. არავინ არ აღიქვამს სერიოზულად ამ ე.წ. ოდესის შედეგებს. ბარიერს ვერ ლახავთ და დაიწერეთ ახლა 99%- ი, თუ ეს დაგამშვიდებთ. პოლიტიკური ლურსმის დაჭედების დრო მოდის. სიამოვნებით დაგაჭედებთ 8 ოქტომბერს“,-წერს ინაშვილი. გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ”ქართულ ოცნებას” ხმას გამოკითხულთა 22,4 %, ”ნაციონალურ მოძრაობას” კი 21,7 % მისცემდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)