|
2015-03-02 13:34:13, 778 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით უშვილო წყვილების მკურნალობის დაფინანსება უახლოეს მომავალში არ იგეგმება
სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით უშვილო წყვილების მკურნალობის დაფინანსება უახლოეს მომავალში არ იგეგმება. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეს ძვირადღირებული სერვისია და ჯანდაცვის სფეროში გამოყოფილი ფინანსური რესურსი პრიორიტეტების მიხედვით უნდა იყოს გამოყენებული. „სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით ყველაფერი ვერ იქნება დაფინანსებული. ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული სერვისი, ამიტომ, ვფიქრობ პრიორიტეტების მიხედვით უნდა გამოვიყენოთ ის ფინანსური რესურსი, რაც ჯანდაცვისთვის არც თუ ისე მცირეა გამოყოფილი, ეს არის ბიუჯეტის თითქმის 30%. უშვილო წყვილების მკურნალობის დაფინანსების შესახებ დაპირება არ ყოფილა“, - აღნიშნა ხუნდაძემ. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით უშვილო წყვილების მკურნალობა დაფინანსდება მაშინ, როდესაც ამის საშუალება იქნება. „უშვილო წყვილების დაფინანსება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რამ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჯანდაცვაში უფრო მეტად - უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხები არ არსებობს, თუმცა, გადაწყვეტილებების მიღება ხდება მიმდინარე მწვავე ოპერატიული პრობლემების გადაჭრის გზით. რაც შეეხება პერსპექტივებს, ვნახოთ, როგორც კი ამის საშუალება გაჩნდება, ვფიქრობ, ეს განხორციელდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)