|
2016-06-25 21:03:51, 679 ნახვა
საზოგადოება
თბილისი ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობს
25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, 64 ქვეყნის 307 სპორტსმენი, ძალოსნობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში, მედლებისთვის იბრძოლებს. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატზე 12 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მალხაზ ლომთაძეა. ტურნირი საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის მიერ არის ორგანიზებული. მხარდამჭერები კი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო არიან. ახალგაზრდული ჩემპიონატის საზეიმო გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და სპორტსმენებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. დავით ნარმანიას თქმით, დიდი პატივია, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს ძალოსნობაში 2016 წელს სწორედ თბილისი მასპინძლობს. „გასულ წელს ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე მასპინძლობის შემდეგ, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ძალისხმევით, მოგვეცა შანსი, ამჯერად მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ. ძალოსნობას ჩვენს ქვეყანაში მართლაც რომ დიდი ტრადიციები აქვს. დღეიდან 2 ივლისის ჩათვლით, ჩვენს დედაქალაქში თავს მოიყრიან ახალგაზრდა ძალოსნები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მათგან საუკეთესო გამოვლინდება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, თბილისს სხვადასხვა ქვეყნიდან 600-მდე სპორტსმენი და ოფიციალური პირი ეწვევა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ჩვენი ქვეყნისა და დედაქალაქის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, ასევე, სპორტული ცხოვრების განვითარებას“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში გატარებული დღეები მათთვის დასამახსოვრებელი იქნება.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)