|
2016-06-25 11:02:58, 2073 ნახვა
პოლიტიკა
კობა კობალაძე თავდაცვის მინისტრობისთვის ემზადება (ექსკლუზივი)
როგორც " "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი შესაძლოა, კობა კობალაძემ ჩაანაცვლოს. გენერალ-მაიორი კობალაძე, მესამე თვეა, რაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პოსტზე დაინიშნა. ამ ხნის განმავლობაში იგი სამხედრო საქმეებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე- ვეტერანებთან დაკავშირებული საკითხებით. კერძოდ, აქტიურად ჩნდებოდა პოლიგონებზე, სამხედრო წვრთნების დაწყებისა და დასრულების ცერემონიალებზე. უფრო მეტიც, სამი თვის განმავლობაში მას საზღვარგარეთ არც ერთი მივლინება არ ჰქონია ვეტერანებთან დაკავშირებით, ხოლო ივნისის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, იგი ავღანეთს ეწვია და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფ ჯარისკაცებს ქართულ-ავღანური ლექსიკონები ჩაუტანა. აღნიშნული ლექსიკონის დაბეჭდვა თვითონ შეუკვეთა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 1000 ცალი წიგნი დაბეჭდა. ყოველივე ეს საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა, ცოტა ხანში კობალაძე თავდაცვის მინისტრად ვიხილოთ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე უშუალოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა იყო, მას პრემიერი წყალობას, ალბათ, არც თავდაცვის მინისტრად წარდგენისა და დამტკიცების დროს მოაკლებს. თავის მხრივ, თინათინ ხიდაშელისთვისაც ხელსაყრელი უნდა იყოს კობალაძით ჩანაცვლება, რადგან უკვე დადასტურებული ინფორმაციით, მას და თავდაცვის მინისტრს საკმაოდ ახლო და თბილი ურთიერთობა აქვთ, რაც შემდგომში, სავარაუდოდ, ხიდაშელის ხელშეუხებლობის გარანტი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)