23:59 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-22 15:10:50, 722 ნახვა

საზოგადოება
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობის საჯარო სამსახურებში აქტიურად დასაქმდებიან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა მონაწილეობა მიიღო პროექტის  - „თვითმმართველობის სკოლა ქვემო ქართლის სტუდენტებისათვის“ შედეგების საპრეზენტაციო ღონისძიებაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიის“ ორგანიზებით გაიმართა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობაში ეთნიკური უმცირესობების ჩართვისა და მათი დასაქმების სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით განხორციელდა.

უწყების ინფორმაციით,  მასში საჯარო სამსახურში დასაქმების  მსურველმა 60-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, რომელთანაგან 50 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია.

პროექტი, რომელიც მოიცავდა ტრეინინგ - კურსს - თვითმმართველობის მოხელეთათვის სავალდებულო ნორმატიული აქტების შესწავლის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასიამ“,  „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან“ პარტნიორობით,  პროგრამის „რეგიონული და დაგილობრივი განვითარების ხელსეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში განახორციელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics