|
2016-06-21 16:59:18, 640 ნახვა
პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები": ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის გზით, მუდმივადაა მცდელობა, ჩვენს მუშაობს ხელი შეეშალოს
პარტია ''თავისუფალი დემოკრატები'' სამეგრელოს რეგიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს უახლოეს დღეებში წარადგენს. შესაბამისად ყველა რაიონში მიმდინარეობს საარჩევნოს შტაბების ჩამოყალიბება და პარტიული ორგანიზაციების ახალი წევრებით შევსების პროცესი. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის გზით მუდმივად არის მცდელობა, ხელი შეეშალოს ''თავისუფალი დემოკრატების'' მუშაობას. "''თავისუფალი დემოკრატები'' მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იყოს საკუთარი განცხადებების ერთგული, ვგულისხმობთ თავისუფალი არჩევნების დემოკრატიულ, სამართლიან გარემოში ჩატარების ქცევის კოდექსის შესახებ მოწოდებას პრემიერის მხრიდან. მთავრობის ხელმძღვანელის ამ მოწოდების ფონზე ოპონენტების წინააღმდეგ უკადრისი მეთოდებით ბრძოლა სულ მცირე არაეთიკურია და აზიანებს საარჩევნო პროცესს",-ნათქვამია განცხადებაში.
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)