16:08 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-17 17:46:42, 667 ნახვა

პოლიტიკა
ჩიხრაძე: NDI-ის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ის კითხვები დასვეს, რაზეც კითხვის ნიშნები არსებობდა

NDI-ის წარმომადგენლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ძალიან სერიოზული შეხვედრა ჰქონდათ და ყველა ის შეკითხვა დასვეს, რაზეც გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომელიც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა. 

როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების და ორგანიზაციების აქტიურ დაკვირვებას იმიტომ ითხოვენ საარჩევნო პერიოდში, რომ მათი ხედვა არც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვქონდა საინტერესო შეხვედრა NDI- ის წინასაარჩევნო მისიასთან. აქ შედგა ეს შეხვედრა პრეზიდენტის მონაწილეობით, ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო, მათ ყველა საკითხი, ყველა ის შეკითხვა დასვეს, რაზეც გარკვეული კითხვის ნიშნები ჰქონდა მისიას. ამ კითხვის ნიშნებიდან გამომდინარე, შეშფოთებები არის ასახული ანგარიშში და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების და ორგანიზაციების აქტიურ დაკვირვებას იმიტომ ვითხოვთ საარჩევნო პერიოდში, რომ მათი ხედვა არც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ბევრი ისეთია, რაზეც ამდენი ხანია იყო მოთხოვნა და სურვილი, რომ ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ სამწუხაროდ, ეს დრო იქნა გაშვებული. რას ვიზამთ, ეს რეალობა ეს არის რაც არის“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიში წინასაარჩევნო გარემოს შეეხებოდა და საარჩევნო ოლქების არასწორად განაწილებაზე იყო საუბარი. მათ შორის, სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics