16:08 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 21:55:49, 687 ნახვა

პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა

ინგლისის პარლამენტის წევრი, დეპუტატი ჯო კოკსი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

შემთხვევა ჩრდილოეთ ინგლისში კოკსის საარჩევნო ოლქში მოხდა. 41 წლის ქალბატონის მისამართით სამჯერ გაისროლეს და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. 

ამ დროისთვის დაკავებულია 52 წლის მამაკაცი. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

თავდასხმის მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თვითმხილველების განცხადებით, პოლიტიკოსზე თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც კოქსი ორი მოქალაქის კამათში ჩაერთო.

ცნობისთვის, ჯო კოკსი პარლამენტის წევრი „ლეიბორისტული პარტიიდან“ იყო.


 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა
სააკაშვილი: „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნა ხელს შეუწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას
საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ჰააგის დეკლარაციის კენჭისყრის დარბაზი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics