|
2016-06-16 15:32:20, 688 ნახვა
საზოგადოება
17 ივნისს, „ვითიბი ბანკის“ თასზე, საცხენოსნო ტურნირი იწყება
17 -დან 19 ივნისის ჩათვლით, თბილისის იპოდრომზე გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი. ტურნირის ორგანიზატორია საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია. ტურნირში მონაწილეობას იღებენ მხედრები: საქართველოდან და ირანიდან. მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნებიან მსაჯები საქართველოდან, პოლონეთიდან, ლიტვიდან და თურქეთიდან. დასწრება თავისუფალია. ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ განაცხადა: ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, უკვე მესამე წელია ამ ტურნირის გენერალური სპონსორები ვართ და ამასთან ერთდ საცხენოსნო სპორტის ფედერაციას 2013 წლიდან უჭერთ მხარს. ვთვლით,რომ სპორტის ამ სახეობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვისურვებდით მეტი ადამიანი დაკავდეს სპორტის ამ სახებით. ეს ტურნირიც, ვითიბის თასზე, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)