21:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 12:05:03, 689 ნახვა

საზოგადოება
მარნეულში 50 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცემა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი მარნეულში დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და „მენაშენეების პროექტის“ ფარგლებში შესყიდული ობიექტის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრომ შპს „ნოვო“-სგან, კონკურსის საფუძველზე, 50 ბინა შეისყიდა.

მათივე ცნობით, კორპუსის მშენებლობა 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება და 50 დევნილი ოჯახი ახალი ბინის მფლობელი გახდება.

ქართველი მენაშენეებისგან სამინისტრომ ჯამში 774 ბინა გამოისყიდა, მათ შორის  461 თბილისში, ხოლო  313 სხვადასხვა რეგიონებში.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics