21:50 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 21:58:27, 817 ნახვა

საზოგადოება
სოფი ლორენის დასახვედრად ოპერასთან უამრავი ადამიანი შეიკრიბა

ამ წუთებში თბილისის სახელმწიფო ოპერასთან უამრავი ადამიანია შეკრებილი. ისინი იტალიელ კინოვარსკვლავ სოფი ლორენს ელოდებიან.

მსახიობი თბილისში გუშინ დილით ჩამოფრინდა. იტალიელი კინოვარსკვლავი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ „ნატვრის ხის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

„სიყვარულისთვის“ - ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომლის ავტორებიც მომღერალი ნინო სურგულაძე და სოფი ლორენის ვაჟი - კარლო პონტია.

მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ სპექტაკლში მთავარ პარტიებს ნინო სურგულაძე და ნინო ანანიაშვილი შეასრულებენ.

წარმოდგენა მსოფლიოში აღიარებულმა რეჟისორმა მარკო განდინმა დადგა. სპექტაკლს კარლო პონტი უდირიჟორებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics