|
2016-06-14 14:07:42, 552 ნახვა
საზოგადოება
ილია მეორემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თამარაშვილისა და ვარაზის ხევის დამაკავშირებელ გზაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კუნძულზე, დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. დედაქალაქის მერის განცხადებით, ყოველი წლის 13-14 ივნისს მემორიალი იქნება შეკრების ადგილი, სადაც სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. „დღეს მობრძანდა უწმინდესი, გადაიხადა პანაშვიდი თითოეული იმ ადამიანის სულის ხსოვნისთვის,რომლებიც ზუსტად ერთი წლის წინ აქ სტიქიას შეეწირნენ და ყოველთვის უნდა გავიხსენოთ მათი სახელები. ეს ადგილი იქნება სიმბოლო იმისა, რაც გულისხმობს ამ ადამიანების გახსენებას და თითოეული მათგანის სულის ხსოვნისთვის სანთლების დანთებას. 13-14 ივნისს, ტრადიციულად, აქ იქნება შეკრების ადგილი, სადაც მოვალთ და ყოველთვის გავიხსენებთ მათ სახელებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ პანაშვიდს ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე გიორგი ლილუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გამგებლები და დეპუტატები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)