|
2016-06-14 11:48:07, 646 ნახვა
საზოგადოება
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გრანდიოზული სპორტულ-კულტურული ღონისძიებები გაიმართება
დღეს, 18.00 საათზე, ალექსანდრეს ბაღში (ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გრანდიოზული სპორტულ–კულტურული ღონისძიებები იმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ესტაფეტა გუნდური პრინციპით, რომელშიც მონაწილეობას საომარ მოქმედებებში დაზარალებული ჯარისკაცებიც მიიღებენ. მათივე ცნობით, ფოტო გამოფენა–კონკურსი შშმ თემატიკაზე „ჯიპას ‘’ სტუდენტებისა და შშმ ახალგაზრდების წყვილების მონაწილეობით; შეჯიბრი პარაოლიმპიური სპორტის სახეობაში „ბოჩა“. ეტლით მოსარგებლეთა სპორტული ცეკვების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ოთხი წყვილი. ღონისძიების დასკვნით ნაწილში ინტეგრირებული კონცერტი გაიმართება, შშმ შემოქმედებითი ჯგუფების – უსინათლოთა კავშირის კულტურული ცენტრის ანსამბლების „კრწანისის“ და „ნანსა“-ს შემადგენლობით, საქართველოს ყრუთა კავშირის მოცეკვავეთა და ჟესტური ენით მომღერალთა ანსამბლები. ასევე, ქართული ესტრადის მომღერლებისა და ბენდების მონაწილეობით: „აუდსაიდერი“, “ფანი გრასი“, მამუკა მესხი, გიორგი სუხიტაშვილი, ბაბი კირკიტაძე,ბრომა რცხილაძე, მედოლეთა ანსამბლი “გზება“ და სხვა. ღონისძიებას საქართველოს რეგიონული მასშტაბით მოწვეული 300–მდე სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირი დაესწრება. ღონისძიებას აევე დაესწრებიან თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პირველი ლედი - ქალბატონი მაკა ჩიჩუა, USAID–ის მისიის ხელმძღვანელი დუგლას ბოლი; ღონისძიების ორგანიზატორები არიან „ახალგაზრდული მედია კავშირი“ და „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“. მხარდამჭერები: თბილისის მერია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, USAID. სპონსორები – ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“, „ნიკორა სუპერმარკეტი“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)