20:54 - 08 Jul, 2026
|
2016-06-13 20:28:54, 691 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა 13 ივნისის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 13 ივნისის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის ზოოპარკში ბავშვებს უმასპინძლეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები გააცნეს. ზოოპარკში იმიტირებული მოედანი მოეწყო, სადაც საგზაო მოძრაობის ნიშნები განთავსდა. შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოზარდებს საგზაო ნიშნების მნიშვნელობა აუხსნეს და მათ კითხვებს უპასუხეს. ბავშვებმა პატრულ-ინსპექტორებთან და მეხანძრე-მაშველებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. დღესვე თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორისა და გლანი-ნაძალადევის სახანძრო-სამაშველო სამსახურების მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, აქციას - „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ შეურთდნენ და სისხლი ჩააბარეს. აქცია თბილისის ზოოპარკში, 13 ივნისის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სისხლის ცენტრალური ბანკის მიერ იყო ორგანიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო მსგავს საქველმოქმედო აქციებში რეგულარულად მონაწილეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)