12:19 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-11 15:55:06, 623 ნახვა

პოლიტიკა
ვენეციის კომისია პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მიღწეულ კონსენსუნსს მიესალმება

საქართველოს იუსტიციის მინისტრი დღეს  იტალიაში, ვენეციის კომისიის სხდომაზე სიტყვით წარსდგა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თავის გამოსვლაში თეა წულუკიანმა ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის დადებით მხარეებზე და მიმოიხილა პრეზიდენტის ის სამი შენიშვნა, რომელიც ვეტოს დაედო საფუძვლად. იუსტიციის მინისტრმა აცნობა ვენეციის კომისიას, რომ პრეზიდენტის სამივე შენიშვნა გაითვალისწინა პარლამენტმა და ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილება არ მიიღო.

მინისტრმა კომისიის წინაშე დააყენა საკითხი, რომ ქვეყნის შიგნით მიღწეული კონსენსუნსის შესახებ ინფორმაცია საბოლოო დასკვნაში ასახულიყო, რაც კომისიის მიერ დაკმაყოფილდა. მან ასევე მოითხოვა დასკვნის ერთი აბზაცის ამოღება (n 64), რადგან ის წინააღმდეგობაში მოდიოდა კანონდებლობასთან, რაც ასევე დაკმაყოფილდა. მინისტრის ამ მოთხოვნებს ასევე დაეთანხმა პრეზიდენტის წარმომადგენელი ლევან ბოძაშვილი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდა, უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მთავრობამ დაპირების მიუხედავად არ გადაგზავნა კანონპროექტი ვენეციის კომისიაში კანონის მიღებამდე და თან პარლამენტმა შეიმუშავა ისე სწრაფად, რომ ორ დღეში ორი მოსმენა გაიმართა. პასუხად ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ ეს გარემოებები მისთვის ცნობილი იყო, თუმცა ეს უკვე წარსულია და განაცხადა, რომ  ვენეციის კომისია საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და პრეზიდენტს მიღწეულ კონსენსუსს ულოცავს.

ვენეციის კომისიის 27 მაისის წინასწარი დასკვნა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ერთხმად იქნა დამტკიცებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics