პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისს ლიტვის, მოლდოვისა და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. 

" />
14:49 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-03 09:44:50, 644 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი ლიტველ, მოლდოველ და ბელარუს კოლეგებს შეხვდა

 

 

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისს ლიტვის, მოლდოვისა და ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრები ეწვივნენ.

შსს-ს ინფორმაციით, კოლეგებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა.

უწყების ინფორმაციით, ლიტვის შს მინისტრმა თომას ჟილინსკასმა, მოლდოვის შს მინისტრმა ალექსანდრუ ჟიზდანმა და ბელარუსის შს მინისტრმა იგორ შუნევიჩმა გიორგი მღებრიშვილს და ქართველ სამართალდამცველებს პოლიციელის დღე მიულოცეს.

სტუმრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

გიორგი მღებრიშვილი უცხოელ კოლეგებს პირისპირ შეხვდა და პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასწრებისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

შს მინისტრებმა შეხვედრებზე სამართალდაცვით სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 გიორგი მღებრიშვილმა კოლეგებს საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი პროექტები გააცნო. საქართველოს შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, ასევე, პოლიციური განათლების სფეროში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის, შსს-ს აკადემიაში რეგიონული ტრენინგ-პროგრამების განხორციელების კუთხით.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, აუცილებელია შენარჩუნდეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების პოზიტიური ტენდენცია, რომლის ფარგლებშიც მოხდება ინფორმაციის გაზიარება მიმდინარე პროგრესის შესახებ და სამომავლო გეგმების დასახვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics