21:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 15:03:17, 1538 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის პარლამენტმა სომხეთის გენოციდი აღიარა

გერმანიის ბუნდესტაგმა სომხეთის გენოციდი აღიარა. როგორც Reuters იტყობინება, გერმანიის პარლამენტში 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით მოსმენა უკვე დასრულებულია.

დოკუმენტს მხარი პარლამენტარებმა ერთხმად დაუჭირეს. წინააღმდეგ მხოლოდ ერთი დეპუტატი წავიდა, ერთმა კი, თავი შეიკავა.

აღნიშნულ თემაზე დებატების ინიციატორები მმართველი პარტია და "მწვანეთა პარტია" იყვნენ.

"ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების განადგურება პირველი მსოფლიო ომის დროს, იყო უდიდესი ისტორიული კატასროფა, რომელმაც წარუშლელი კვალი დაამჩნია სომხეთის ათასწლოვან ისტორიას. სომხების დეპორტაციამ და სხვადასხვა მიზეზით ადამიანების მასობრივმა განადგურებამ, მილიონზე მეტი სომეხის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მრავალი დამოუკიდებელი წყარო, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტი და არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია 1915 წლის მოვლენებს, სომხების წინააღმდეგ ჩადენილ გენოციდად აღიარებს", - ნათქვამია განცხადებაში.  

ოფიციალურ ანკარაში ამ მოვლენებამდე კომენტარი გააკეთეს, რომ თუკი ბუნდესტაგი აღიარებდა სომხეთის გენოციდს, ეს თურქეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობას გააფუჭებდა. ანკარამ, შესაძლოა საკუთარი ელჩი გამოიწვიოს ბერლინიდან.

სომხეთის გენოციდი პირველმა ურუგვაიმ აღიარა - 1965 წელს. შემდეგ იყო რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, ბელგია, პოლონეთი, შვეიცარია, საბერძნეთი, კანადა, არგენტინა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. სომხეთის გენოციდი აღიარებული აქვს აშშ-ის 44 შტატს, ევროპარლამენტს და მსოფლიო საეკლესიო კრებას.

თურქეთი უარყოფს გენოციდს და აცხადებს, რომ 1915 წელს აღნიშნულ მოვლენებს ემსხვერპლნენ როგორც სომხები, ისე თურქები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics