|
2016-06-01 16:20:14, 639 ნახვა
პოლიტიკა
ე.წ. გერმანულ მოდელს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა
საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 6-მა დეპუტატმა დაუჭირა, მაშინ როდესაც 7 ხმა იყო საჭირო. 2 დეპუტატი კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა. კანონპროექტის ჩავარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კორცხელის ინციდენტის გამო პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წარმომადგენლების თქმით, კანონპროექტი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტის გამო ჩავარდა. როგორც მოსალოდნელი იყო უმრავლესობის წევრებმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. ე.წ. გერმანული მოდელი ინიცირებული პარლამენტში,“რესპუბლიკელების“ მიერაა. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის კანონპროექტთან დაკავშირებით, სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. „კორექტულობა ფრაქციაში მოიკითხე... ფრაქციაში თუ სხვა კონსტიტუცია გაქვთ არ ვიცი“ - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ „რესპუბლიკელ” თამარ კორძაიას. საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს პროექტი არის ანტიკონსტიტუციური და სწორედ ამის გამო, დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბუკიას კომიტეტის თავმჯდომარემ „რესპუბლიკელმა“ ვახტანგ ხმალაძემ უპასუხა: „არასწორად კითხულობთ, ტექსტის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებთ“, - მიმართა ხმალაძემ გიგა ბუკიას.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)