13:35 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 14:13:04, 692 ნახვა

საზოგადოება
13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სიმბოლურად მარადმწვანე ხეები დაირგო

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე,  ვარაზის ხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე კუნძულზე 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ, სიმბოლურად, მარადმწვანე ხეები დაირგო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ილექსის ჯიშის 23 ხის დარგვაში მონაწილეობა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მიიღეს.

„13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა და დაკარგულთა სახელობის ხეები დავრგეთ. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ეს ადამიანები არასდროს დავივიწყოთ და აღნიშნულიტერიტორია იქნება კონკრეტული ადგილი, სადაც ყოველთვის მოვალთ და მოვიგონებთ მათ სახელებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის, 13 ივნისის სტიქიის შედეგად,სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სწორედ, მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ვერეს ხეობას 23 მარადმწვანე, განსაკუთრებული ჯიშის ხე შეემატა.

მერთან ერთად სიმბოლურ ღონისძიებაში მონაწილეობა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ მიიღეს.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics