|
2016-05-26 14:09:39, 576 ნახვა
საზოგადოება
სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბექა დვალმა. მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანის მიღწევებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს სურს განამტკიცოს პარტნიორული კავშირები სამხრეთ აფრიკასთან და სხვა აფრიკულ ქვეყნებთან. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების სახელით, დამსწრეთ მისალოცი სიტყვით მიმართა და სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების გზავნილი გადასცა სამხრეთ აფრიკის უმაღლესი განათლების სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილემ ფიროზ პატელმა. საღამოს მსვლელობისას, ნიუ-იორკში მოღვაწე გამოჩენილმა ქართველმა პიანისტმა დავით ალადაშვილმა შეასრულა უცხოელი და ქართველი კლასიკოსების, მათ შორის, ლაღიძის და კვერნაძის ნაწარმოებები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე დამსწრე მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის იყვნენ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის და სამხრეთ აფრიკის სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წევრები, ბიზნეს ორგანიზაციების და აკადემიური წრეების, ასევე, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და სამხრეთ აფრიკაში მყოფი ქართველები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)