07:02 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 11:13:46, 576 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია, რისი მიზეზიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა, რამდენიმეზე კი მოძრაობა შეიზღუდა. რამაც თბილისის სხვა ქუჩებზე საცობები წარმოქმნა. მოძრაობა გართულებულია ასევე, გმირთა მოედნის და ვარაზისხევის ტერიტორიაზე.

აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას ქუჩებზე მოძრაობის აკრძალვისა და შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას აწვდის:

„25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე.

ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილის და ჭონქაძის ქუჩებზე.

ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics