20:24 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 20:18:35, 635 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერის დავალება იუსტიციის სამინისტროს- პოლიტიკურ პროცესში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები გამკაცრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ საგანგებო განცხადებით ეხმაურება.
კვირიკაშვილის თქმით,  შინაგან საქმეთა სამინისტროსგან  ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირის უმოკლეს დროში გამოვლენას ელოდება.

"კიდევ ერთხელ მინდა კატეგორიულად დავგმო ის ძალადობა, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.  ამით ზიანი მიადგა პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოს და  თითოეულ ჩვენგანს.

ამ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან  ველოდები, რომ უმოკლეს დროში გამოვლენილი იქნება ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რომლებიც  კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს",-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი იუსტიციის სამინისტროს ავალებს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარადგინოს  საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე.

"ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე.

ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის.

ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, თითოეულ მოქალაქეს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და კონკურენტული საარჩევნო გარემო",-აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics