20:24 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 19:18:10, 619 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები განიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

მხარეებმა შეხვედრისას ვარშავაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც იმსჯელეს. 

შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, რომელიც პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდა.

„შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს ნატო-ს წევრი.

საუბარი შეეხო ასევე უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა პარტნიორ აზერბაიჯანთან ერთად ახორციელებს.

ვისაუბრეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე და ბატონმა ერდორანმა გამოთქვა დიდი იმედი, რომ წელს ეს პროექტიც დასრულდება.

განვიხილეთ თანამშრომლობის არაერთი სამომავლო პროექტი", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics