|
2016-05-23 18:20:47, 642 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველიდან 16 მაისამდე პერიოდში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული ხეხილის ბაღებისა და ვენახის რეაბილიტაციისთვის დაზარალებულ მოსახლეობას რეკომენდებული სასოფლო-სამეურნეო საქონელი, მათ შორის, სისტემური და კონტაქტური ფუნგიციდები ურიგდებათ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაზარალებულ ფერმერებს აგრობარათებზე 883 700 ლარის ოდენობის ქულები დაერიცხათ. ამ დროისთვის სარგებელი 9 562 ბენეფიციარმა უკვე მიიღო. „ფერმერთათვის პრეპარატების დარიგება დაზიანებული ბაღებისა და ვენახების რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დახმარების გაწევის საჭიროება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, მრავალწლიანი კულტურების შემთხვევაში ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაყოფი მიაღწევს განვითარების გარკვეულ სტადიას. მაისის დასაწყისში კახეთისა და შიდა-ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ხეხილის ბაღებისა და ვენახების შემთხვევაში კი, ეს სტადია მიღწეული არ იყო. შემდგომში რისკების შემცირების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებს აგროდაზღვევის პროექტში ჩართვისკენ მოუწოდებს. აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისის შეძენა ყოველწლიურად (მოსავლისთვის სარისკო პერიოდის დადგომამდე) სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ხუთ სადაზღვევო კომპანიაშია შესაძლებელი. მცენარეთა განვითარების შემდგომ სტადიაზე მოსალოდნელი დანაკარგების და ზარალის შემცირების მიზნით, 2014 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო პროგრამით გაცემულ პოლისებზე სადაზღვევო ლიმიტმა 193 000 000 ლარი შეადგინა, სადაზღვეო პოლისი გაიცა 29 000 ბენეფიციარზე, ხოლო სადაზღვევო კომპანიების მიერ 14 000 000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება განხორციელდა“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)