|
2016-05-23 18:13:55, 587 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც "პოლიტიკური ლიდერები კონფლიქტების თავიდან აცილებისა და შეწყვეტისათვის" თემაზე გაიმართა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და რამდენიმე დღის წინ ხურჩაში დატრიალებულ ტრაგედიაზე. "რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ძალებმა სოფელ ხურჩაში, საქართველოს უდანაშაულო, შეუიარაღებელი, მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, სწორედ საოკუპაციო ხაზის გამშვებ პუნქტთან ახლოს. ეს შემაძრწუნებელი ინციდენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ძირითად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას - დავდგეთ ერთად კონფლიქტების თავიდან აცილებისა და დასრულების მიზნით",- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მრგვალი მაგიდის მონაწილეებს. პრეზიდენტის განცხადებით, ძირითადი ვალდებულების თანახმად, საქართველო პირობას დებს გამოიყენოს ყველა არსებული ადრეული გაფრთხილების მექანიზმები, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტი და მისი გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მხრივ, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის უზრუნველყოფისთვის. როგორც გიორგი მარგველაშვილმა მრგვალ მაგიდასთან დისკუსიაში განაცხადა, საქართველო ერთგული რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის და განაგრძობს წვლილის შეტანას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის საკითხში. მეორე, ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო კვლავ რჩება კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტის ერთგული და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ცალმხრივ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას, რომელიც თავდაპირველად 2010 წელს აიღო და რომელიც, საქართველოს პარლამენტმა 2013 წელს დაამტკიცა. „საქართველო ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციას, რომ გადადგას შემხვედრი ნაბიჯი დაპირებაზე", - აღნიშნა პრეზიდენტმა. რაც შეეხება მესამე ვალდებულებას, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო პირობას კრიზისის პრევენციისა და გადაჭრის საკითხში პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს საერთაშორისო ძალისხმევას. „საქართველო ასევე აგრძელებს წვლილის შეტანას გლობალურ უსაფრთხოებაში და სტაბილურობაში, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით. როდესაც საქმე ეხება ინკლუზიური და მშვიდობიანი საზოგადოების განვითარებას, საქართველო ვალდებულებას იღებს გააძლიეროს ძალისხმევა კონფლიქტების შედეგად დაყოფილი მოსახლეობის შესარიგებლად და გააგრძელოს ვალდებულებისა და ნდობის გაძლიერების პოლიტიკა. საქართველო, ასევე პირობას დებს შექმნას უსაფრთხო გარემო იძულებით გადაადგილებული პირებისათვის, როდესაც აღიარებს, რომ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მათი ნებაყოფლობითი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სტაბილური პირობების ქვეშ „-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)