|
2015-02-25 13:46:46, 669 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო “მიწის მდგრადი მართვის კვირეულში” მონაწილეობს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ეკატერინე მესხიძე ჟენევაში, მიწის მდგრადი მართვის კვირეულში მონაწილეობს. სააგენტოს ინფორმაციით, კვირეული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების ჯგუფის მიერაა ორგანიზებული. „მიწის მდგრადი მართვის კვირეული ერთ-ერთი მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის ქვეყნებს შორის მიწის ადმინისტრირებასა და მართვასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, რეგიონის მდგრადი ურბანული განვითარების მიზნით“, - აცხადებენ საჯარო რეესტრში. კვირეულზე, ეკატერინე მესხიძე მონაწილეებს არალეგალური დასახლებების გამოწვევებთან დაკავშირებით ქართულ გამოცდილებასა და პრაქტიკას გააცნობს. 4 დღის განმავლობაში, ღონისძიების მონაწილეები სასიცოცხლო მნიშვნელობის საჯარო სივრცეებზე, ინკლუზიური, უსაფრთხო, მდგრადი ქალაქებისა და დასახლებების მოწყობა-მართვაზე, არალეგალურ დასახლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ქალაქებსა და დასახლებებში თანასწორი ურბანული განვითარების სტიმულირების გზებზე იმსჯელებენ. "მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის მიზანი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მიწის ადმინისტრირების ხელშეწყობაა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სახელით 13 წელია ამ ორგანიზაციის წევრია და აქტიურადაა ჩართული მის საქმიანობაში. თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ბიუროს წევრებთან მუშაობით სააგენტომ მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კვირეულის ფარგლებში გაიმართება სესიაც, სადაც ბიუროს წევრებს, მათ შორის საქართველოსაც, 2 წლის ვადით ხელახლა აირჩევენ. საჯარო რეესტრი UNECE WPLA-სთან მჭიდრო თანამშრომლობას კვლავაც გააგრძელებს და სხვადასხვა ქვეყნის მიწის ადმინისტრირების სფეროს განვითარებაში საკუთარი წვლილს შეიტანს“, - აღნიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე მესხიძემ. კვირეული 27 თებერვალს დასრულდება.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)