|
2016-05-21 16:50:59, 876 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: დავით კოღუაშვილი გუნდში რჩება
„ვფიქრობ, რომ ყველაზე მკაფიო შეფასება დავით კოღუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თავად პრემიერ-მინისტრმა გააკეთა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, დავით კოღუაშვილი პარტიის და პოლიტსაბჭოს წევრად რჩება. „ბატონი დავითი გუნდში რჩება რა თქმა უნდა, ის არის პოლიტსაბჭოს წევრი. მისი დღევანდელი შეკრებაზე არ დასწრება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის გუნდის წევრი აღარ არის. მის გარდა შეხვედრას დავით ბაქრაძე და ასევე, ქალბატონი კილაძე არ ესწრებოდნენ“,- განაცხადა მანანა კობახიძემ. მისივე თქმით, კოღუაშვილის პოზიცია გუნდის ან საბჭოს პოზიციად არ უნდა იყოს აღქმული. ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ეთანხმება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განაცხადებას, რომლის თანამხადაც, „კოღუაშვილმა დაუფიქრებელი განცხადებები გააკეთა“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)