|
2016-05-21 16:00:40, 657 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23-24 მაისს სტამბოლში, მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, სამიტი გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის ინიციატივით პირველად იმართება და მასში მონაწილეობას 70 ქვეყნის ლიდერი მიიღებს. სამიტს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 5 ათასი მონაწილე დაესწრება, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამიტის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა „ჰუმანიტარულ სფეროში ღონისძიებები", „დაუცველობის შემცირება და რისკის მართვა", „ინოვაციის მეშვეობით ტრანსფორმაცია" და „კონფლიქტებში ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილება". სამიტზე ასევე ყურადღება დაეთმობა სირიის კრიზისის თემას და დევნილთა პრობლემის დასაძლევად ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)