|
2016-05-21 15:33:42, 710 ნახვა
პოლიტიკა
”თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალოს
”თავისუფალი დემოკრატები” ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალოს, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. „სხვადასხვა რეგიონებში და თბილისში, პრეზიდენტის სახელზე, ჩვენ ვაწერთ ხელს პეტიციას იმისათვის, რომ ეს ბიჭები გაათავისუფლონ. ვიცით, რომ ბატონი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას უცებ ვერ მიიღებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის შეისწავლის ამ საკითხს და ჩვენს ბიჭებს გამოუშვებენ“, - განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში ქვეყნის სამსახური არ უნდა ისჯებოდეს და ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აუცილებლად დასრულდება. „საქართველო და ქართველი ხალხი აუცილებლად იხსნის ტყვეობიდან ამ ბიჭებს, რომლებიც ერთი კაცის ნებით და პოლიტიკური ზეწოლით, ციხეში აღმოჩნდნენ. მე სიცოცხლეს გავიწირავ თქვენთან ერთად, რომ ეს ადამიანები ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - განაცხადა ალასანიამ. ცნობისთვის, მთავარ პროკურატურასთან „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. აქციაზე ასობით ადამიანმა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის გამოტანილი განაჩენი გააპროტესტა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)