|
2016-05-21 14:31:43, 782 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაურმა პარტია "ქართული ოცნება" დატოვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” დატოვა. ამის შესახებ მეჭიაურმა პრემიერსა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, იგი პარტიას ტოვებს, თუმცა ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება. „ყველა ეტიკეტის დაცვით, პარტიის დატოვებაზე ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს. აბსოლუტური გაგება იყო და კეთილმოსურნე დამშვიდობებაც. ვუთხარი, რომ შემეძლო კომიტეტის თავმჯდომარეობაც დამეტოვებინა, რაზეც ფრაქციამ მხარი არ დამიჭირა და მთხოვეს, რომ გამეგრძელებინა საქმიანობა ამ თანამდებობაზე. მე მათ აღუთქვი, რომ მათ ამ ძირითად საქმიანობაში მხარს დავუჭერ“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)