04:26 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 13:47:34, 602 ნახვა

საზოგადოება
Sida-ს წარმომადგენლებმა მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს

შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) წარმომადგენლებმა უკრაინიდან, მოლდოვეთიდან და შვედეთიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს.

სტუმრებს ”ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში” – დირექტორმა მარიამ ძაგნიძემ უმასპინძლა.

საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფციის გაცნობისა და ცენტრის დათვალიერების შემდეგ, საერთაშორის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იმ მრავალფეროვანი სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებსაც მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობს.

საზოგადოებრივი ცენტრების ცნობადობის გაზრდის Facebook კამპანია მიმდინარეობს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics