|
2016-05-21 13:13:30, 500 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია კათოლიკოს-პატრიარქს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების პროექტებზე ესაუბრა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია II-ს შეხვდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა. სამინისტროს ინფორმაციით, დანელიამ დარგის განვითარების სტრატეგიის ძირითადად მიმართულებებზე ისაუბრა და ყურადღება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მნიშვნელობაზე, სარწყავი სისტემების მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, მექანიზაციისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებებზე გაამახვილა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და სოფლის მეურნეობის ექსტენციის განვითარებას განსაკუთრებული როლი ენიჭება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას საცდელ მეურნეობაში მიიწვია, სადაც ქართული ვაზის 400-ზე მეტი ჯიშია დაცული. კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურად ათვისებასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვით დაინტერესდა. მისმა უწმინდესობამ მიწათმოქმედების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს. კათოლიკოს-პატრიარქმა მეფუტკრეობის და მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ოთარ დანელიამ დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტების - „დანერგე მომავალი“, „აგროდაზღვევა“, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ და ა.შ მიმდინარეობაზე და უკვე მიღწეულ შედეგებზე. შეხვედრაზე საპატრიარქოს მევენახეობა-მეღვინეობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გიორგი ანდრიაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივი საქმიანობისა და იმ მემორანდუმის შესახებ ისაუბრა, რომლის მიზანიც სამონასტრო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განვითარება, ეპარქიებში ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია და ქართულ ისტორიულ დიასპორის ტერიტორიაზე ვაზის ქართული, ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენებაა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ეპარქიებში უკვე დარგულია ქართული ვაზის სხვადასხვა ჯიშის ნამყენი ნერგები, რაც მეღვინეობა-მევენახეობის დარგის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. საქართველოს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი და სოფლის მერნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)