|
2016-05-20 17:53:44, 666 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ხურჩის ტრაგედიაზე: ცდილობენ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესს ხელი შეეშალოს
ეს არის ამაზრზენი შემთხვევა და უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ნდობის აღდგენის პროცესს ხელს უშლიან“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტი. პრემიერის თქმით, ქართვეები, აფხზები და ოსები ურთიერთობის დარეგულირებას ცდილობენ და პროვოკაციებს არ უნდა აყვნენ. „მსგავსი ქმედებებით, ცდილობენ რომ ხელი შეუშალონ ნდობის აღდგენის პროცესს ქართველებსა და ფახაზებბას და ქართველებსა და ოსებს შორის. გამოვთქვამ რწმენას, რომ პირველ რიგში დამნაშავე ძალიან მკაცრად დაისჯება. ჩვენ ჩავრთავთ ყველა ჩვენს პარტნიორს ამ საქმეში“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ საქმეს მთავრობა აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე და დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. „ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. გამოვთქვამ იმედს, რომ აფხაზები შეხედავენ ამ შემთხვევას ისე, რომ ეს არ არის პირდაპირი პროვოკაცია. შეიძლება პოლიტიკურად მეტი პროგრესი არ გვაქვს, მაგრამ მინიმუმ ხალხთა შორის ურთიერთობებს აქვს პროგრესი. უკიდურესად მნიშვნელოვანია დამნაშავე დაისაჯოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, 19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)