|
2016-05-20 16:59:06, 893 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო მზად არის, ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების მექანიზმის“ საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები გამართოს
ევროსაბჭო მზად არის, ევროპარლამენტთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, ევროკომისიის ინიციტივის ძირითად მიზანს წარმოადგენს შეჩერების მექანიზმის გაძლიერება, რაც ითვალისწინებს ევროკომისიის უფლებას, აამოქმედოს მექანიზმი საკუთარი ინიციატივით. ამას გარდა კომისიას დაევალება, ევროპარლამენტს და ევროკაშირის საბჭოს ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში სავიზო რეჟიმისგან გათავისუფლებული მესმე ქვეყნების მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების შესახებ. ამასთან, განცხადების თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა შეათანხმეს პოზიცია ვიზალიბერალიზაციის ყველა შეთანხმების შეჩერების მექანიზმის გადახედვის ინიციატივასთან დაკავშირებით. “ვიზალიბერალიზაციას ევროკავშირისთვის და მესამე ქვეყნებისთვის დიდი უპირატესობა აქვს. თუმცა ჩვენ გვჭირდება საგანგები ბერკეტი ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელთანაც უვიზო რეჟიმი იქნება, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვიზალიბერალიზაცია არ იქნება ბოროტად გამოყენებული. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ შევთანხმდით მექანიზმზე, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მოქმედებას გაამარტივებს”, - განაცხადა ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა, კლაას დიკჰოფმა, რომელიც საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა. ინიციტივის თანახმად, გაფართოვდება ვიზალიბერალიზაციის შეთანხმების შეჩერების საფუძველი. კერძოდ, ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა, შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა უარს იტყვის რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობაზე, ასევე თუ წევრი ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკისა და უსაფრთხოების წინაშე რისკები გაიზრდება. ასევე, ექვსიდან ორ თვემდე შემცირდება ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების ამოქმედების ვადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)