|
2016-05-20 15:20:07, 608 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: რუსეთთან რადიკალური დაპირისპირება საქართველოსთვის კატასტროფაა
რუსეთის ფედერაციასთან რადიკალური დაპირისპირება საქართველოსთვის კატასტროფაა, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტს, რომელმაც მას ჰკითხა, „რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ოკუპაცია.“ როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართული პოლიტიკის მიზანია, რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანა. მისივე განმარტებით, რაციონალური დიალოგი არ ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთს დაუპირისპირდეს. „ოკუპაციის შეჩერების გზა არის მხოლოდ სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკაში, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული. რუსეთის ფედერაციასთან რადიკალური დაპირისპირება საქართველოსთვის კატასტროფაა. რა გზით მივდივართ? რა თქმა უნდა ეს გზა კარგად არ ჟღერს ხოლმე. მაგალითად, მე რომ გამოსვულიყავი და აგრესიული რიტორიკით მესაუბრა, შეიძლება ვიღაცას მოვფხანდი გულს, შეიძლებოდა ჩემს აგრესიულ რიტორიკას შესწირვოდა საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ან ინტერესი. აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა, როდესაც შენი მოქალაქე, როგორც გუშინ, არის მოკლული. ძალიან მძიმეა, როდესაც შენს ტერიოტრიაზე ატარებენ აბსოლუტურად აბსურდულ ბადეებს. თუმცა, ემოციის აყოლა არაფერს არ მოგვიტანს. ჩვენ საქართველოს უფრო ევროპულს და ევროატლანტიკურს ვხდით, გვაქვს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა და მიზანი ამ პოლიტიკის არის რუსეთის მიყვანა რაციონალურ დიალოგამდე. რაციონალური დიალოგი არ ნიშნავს, რომ რუსეთს დავუპირისპირდეთ. ამ დაპირისპირებაში რუსეთი არ იგებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)