18:07 - 07 Jul, 2026
|
2016-05-20 12:29:54, 682 ნახვა
პოლიტიკა
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც გადააგზავნა
დღეს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადააგზავნა. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა განაცხადა. იმერლიშვვილის თქმით, გუშინ, 19.00 საათზე საქართველოს პრეზიდენტთან ხელმოწერად შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებები, დღეს დილით კი, პრეზიდენტმა დასკვნისთვის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. იმერლიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ვენეციის კომისია სწრაფად გამოაგზავნის თავის დასკვნას. „საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მოაწეროს ხელი კანონპროექტს, თუ დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს“, - აღნიშნა იმერიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)