01:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 13:53:50, 806 ნახვა

ეკონომიკა
Fitch Ratings-მა „ლიბერთი ბანკს“ რეიტინგი (B+)-მდე გაუზარდა

Fitch Ratings-მა „ლიბერთი ბანკს“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (Issuers Default Rating) B დან B+ მდე გაუზარდა, ხოლო მოკლე ვადიანი საკრედიტო რეიტინგი B ზე, სტაბილური პროგნოზით დაუდასტურა.

FitchRatings-ის განცხადებით, „ლიბერთი ბანკს“ რეიტინგი მომგებიანობის გაუმჯობესების გამო გაეზარდა, რადგან ბანკმა, არასახარბიელო გარემო ფაქტორების მიუხედავად, ადეკვატური კაპიტალიზაციის და აქტივების ხარისხის ჯანსაღი მაჩვენებლების შენარჩუნება შეძლო.

ცოტა ხნის წინ, ბანკმა 2016 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, საიდანაც ნათლად ჩანს რომ ბანკი მაღალ მომგებიანობას ინარჩუნებს (წმინდა მოგება - 7.8 მილიონი ლარი, ROAE – 23.05% გაწლიურებული, ROAA – 2.03% გაწლიურებული).

„ლიბერთი ბანკის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება გამოწვეულია ბანკის მომგებიანობის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებით და მაღალი საზედამხედველო კაპიტალის ბუფერით. სანდო, გლობალური ინსტიტუტის მიერ საკრედიტო რეიტინგის გაზრდა სრულ თანხვედრაშია ბანკის ფინანსურ შედეგებთან“, - აღნიშნა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics