|
2016-05-18 18:01:54, 675 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები“ „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულების შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს არ მიმართავს
„თავისუფალი დემოკრატები“ არ გეგმავენ, რომ პრეზიდენტს „კაბელების“ საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალების თხოვნით მიმართოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა. ალასანიას შეფასებით, პრეზიდენტი შეწუხებულია ამ ამბით და ის გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. ალასანიას აზრით, „კაბელების საქ მეზე“ მიღებული გადაწყვეტილებით პოლიტპატიმრების რიცხვი გაიზარდა. „ამ პროცესით არა მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების რიცხვი გაიზარდა. ამ პროცესით პრაქტიკულად წერტილი დაესვა პერსპექტივასაც კი, რომ სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი. თუ სისტემური ცვლილებები არ შევიდა. მოდი გულახდილად ვთქვათ, ეს სისტემური ცვლილება იმ შემთხვევაში მოხდება როდესაც ივანიშვილის გავლენა დამთავრდება ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ჩვენი პარტია პრეზიდენტისადმი მიმართვას, რომ დაკავებული ბიჭები შეიწყალოს არ გეგმავს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ძალების ხედვა, მათ შეუძლიათ თავისი გადაწყვეტილება მიიღონ. ვიცი, რომ ქვეყნის მთავარსარდალი, საქართველოს პრეზიდენტი ძალიან შეწუხებულია ამ ადამიანების ბედით. ის საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)