|
2016-05-18 09:13:42, 423 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე დღეს ევროპის საბჭოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯანელიძე მინისტერიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. საკუთარ გამოსვლაში მინისტრი ისაუბრებს მინისტერიალის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე, ასევე ყურადღებას გაამახვილებს კონფლიქტის მოგვარების საკითხებში ევროპის საბჭოს მთავარი ღირებულებების - ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სამართლის უზენაესობა, დაცვის საკითხებზე და ამ მხრივ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ რთულ ვითარებაზე. ასევე ყურადღებას გაამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2016 წლის 4 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)