23:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 15:42:06, 828 ნახვა

სამხედრო
დასავლეთ სარდლობაში სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს

III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების სამეთაურო-საშტაბო სწავლება მიმდინარეობს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების პროცესს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრო.

„წელს შეიარაღებულ ძალებში გაიმართება, წინა წლებთან შედარებით, ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლება „დიდგორი 2016“ . მიმდინარე სწავლების მიზანია, „დიდგორი 2016“-ისთვის მომზადება, რათა სარდლობის შტაბმა და დაქვემდებარებულმა ქვედანაყოფებმა უკეთ გაიარონ ის პროცედურები, რომელიც აუცილებელია სამხედრო გადაწყვეტილების მიღებისა და კოორდინაციისთვის“,- აღნიშნა დასავლეთ სარდლობის სარდალმა.

სამხედრო წვრთნების მიზანი „დიდგორი 2016“-ის სწავლებისთვის ბრიგადების, ბატალიონების და ასეულების შტაბების მომზადებაა. სწავლების ამოცანაა ბრიგადისა და ბატალიონის შტაბებში სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის წარმართვა, შტაბების მიერ საშტაბო და კრიზისული ვითარების დროს დაგეგმარების ჩატარება; შტაბების მომზადების დონის ამაღლება მართვისა და კონტროლის პროცედურების შესრულებაში; მართვის პუნქტების მოქმედებების შეფასება და სტანდარტიზაცია; რეალურთან მიახლოებულ სცენარში შტაბების მიერ ოპერაციების სინქნორიზაცია და ინტეგრაცია.

სწავლებაში დასავლეთ სარდლობის შტაბის, III ქვეითი ბრიგადის, II საარტილერიო ბრიგადის და სწავლების მხარდამჭერი ქვედანაყოფის 360 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებას დასავლეთ სარდლობის შტაბიდან გამოყოფილ დამკვირვებლებთან ერთად აშშ-ის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აკვირდებიან.

სამეთურო-საშტაბო სწავლება III ბრიგადის ტერიტორიაზე 20 მაისამდე გაგრძელდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics