|
2016-05-17 04:07:52, 705 ნახვა
პოლიტიკა
ნატა ფერაძე: რა არგუმენტი აქვს შსს-ს, რომ აქციაზე დაპირისპირება მოხდება, არ ვიცი
„შსს-მ აქციის დაშლის მიზეზად დაასახელა ის, რომ საკრებულოს ტერიტორიისკენ მოდის სასულიერო პირებისა და მრევლის დიდი აქცია“, - ამის შესახებ „პარტიზანული მებაღეების“ ხელმძღვანელმა ნატა ფერაძემ განაცხადა. როგორც ფერაძემ აღნიშნა, მათი აქციის დაშლა უკანონოდ ხდება და შსს-გან არარგუმენტებს ითხოვენ. „შსს-ს თქმით, შესაძლოა მოხდეს დაპირისპირება, თუმცა რა არგუმენტი აქვთ რომ დაპირისპირება მოხდება, ეს არ ვიცი. საკრებულოს ტერიტორიიდან იმ არგუმენტით გადაგვწიეს, რომ ჩვენი უსაფრთხოებისთვის იქ დგომა შესაძლოა საშიში იყოს. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა გვითხრა, როდესაც აქცია-მსვლელობა თავისუფლების მოედანზე ჩაივლის აქციის მონაწილეებს საკრებულოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემათ“, - განაცხადა ფერაძემ. როგორც „პარტიზანული მებაღეების“ ხელმძღვანელმა გვითხრა, აქციაში მონაწილეობის მსურველები საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას შეემატებიან და მათი დროული აქციაში ჩართვა გადაკეტილი გზების გამო ვერ მოხერხდა. ცნობისთვის, „პარტიზანული მებაღეები“ „პანორამა თბილისის“ აშენებას აპროტესტებენ. აქციაზე დაახლოებით 50 კაცამდეა შეკრებილი.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)