|
2016-05-16 18:46:53, 666 ნახვა
პოლიტიკა
გელა დუმბაძის ინფორმაციით, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის მიმართულებით, მოლაპარაკებები დასრულებულია
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის განცხადებით, ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის მიმართულებით მოლაპარაკებები დასრულებულია. როგორც დუმბაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულმა მხარემ ფრანგულ მხარეს შესთავაზა, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის ნოტარიული გადმოცემის საკითხი მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე დასრულდეს. „ლევილის საქართველოსთვის გადმოცემის მიმართულებით მოლაპარაკებები დღესდღეობით დასრულებულია. ქართულმა მხარემ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, რომ დღევანდელი დღისთვის მოეტანა შეთანხმების პროექტი. პარიტეტული კომისია ფაქტობრივად თავის საქმიანობას მორჩა და დღესდღეობით ბურთი არის ფრანგული მხარის მოედანზე, როგორც იტყვიან. ჩვენ შევთავაზეთ მათ ამ განკარგულების პროექტით, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის ნოტარიული გადმოცემის საკითხი დასრულდეს მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე“,- განაცხადა დუმბაძემ და დასძინა,რომ მამულის ისტორიულ-კულტურული პროფილი შენარჩუნდება. ამასთან, მინისტრის თქმით, მათი ხედვით იქ ლევილის ქართული აკადემია მოეწყობა. „საქართველოს მთავრობამ გამოყო 107 ათასი ევრო მამულის დიაგნოსტიკური წინასწარი შეფასებითი სამუშაოებისათვის, ასევე დაიდო მამულის შემდგომი მოწყობის ხედვა. მოცემული ეტაპისთვის,საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მამულის ღირსეული დაბრუნებისთვის“,- განაცხადა გელა დუმბაძემ.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)