00:40 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 18:22:27, 675 ნახვა

საზოგადოება
უცხოეთიდან რიგი დოკუმენტების გამოთხოვისას მოქალაქეები სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან გათავისუფლდებიან

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით მიმართოს.  ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან გათავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებსაც სურთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან გამოითხოვონ შემდეგი სახის დოკუმენტები:
 
გარდაცვალების მოწმობა
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა
ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილება
სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტი
დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება
 
კანონპროექტის თანახმად შესაბამისი ცვლილებები დაემატება   „სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლს. პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების შემდგომ, ახალი რეგულაციები გამოქვეყნებიდან 15 დღეში ამოქმედდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics