|
2016-05-15 18:23:11, 654 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძემ ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართა
14 მაისს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარინა კილიურანდმა ლენარტ მარის კონფერენციის ფარგლებში საქმიან ლანჩს უმასპინძლა, რომელსაც ლიტვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები ლინას ლინკევიჩუსი და ედგარს რინკევიჩი,საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჰარლემ დეზირი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დაესწრნენ. საქმიანი ლანჩის ფორმატში დავით ბაქრაძემ ევროპელ დიპლომატებს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მოლოდინები და ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით მზადების პროცესი გააცნო. საგარეო უწყების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისადმი მზადყოფნა და ვარშავის სამიტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. ვიზიტის ფარგლებში დავით ბაქრაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარინა კილიურანდთან. სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო ლენარტ მარია კონფერენციის ფარგლებში განხილვებზე თემაზე "აღმოსავლეთის უნდობლობა და სამხრეთის მღელვარება - ევროპული სამეზობლოს დაბალანსება".
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)