|
2016-05-14 17:05:49, 660 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა თანაგუნდელებს მოსახლეობასთან ”პირდაპირი შეხვედრების” დაწყება დაავალა
პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თანაგუნდელებს ხვალიდან მოსახლეობასთან ”პირდაპირი შეხვედრების” დაწყება დაავალა. როგორც კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში მიმდინარე ყრილობაზე განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს, რომ „ქართული ოცნება“ იყოს წარმატებული ადამიანების გუნდი, რომელიც ქვეყნის სამსახურში უანგაროდ იდგება. „ახალ დღის წესრიგს, რომელსაც დღევანდელი რეალობა გვიყენებს, ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ ამ ამოცანებსა და გამოწვევებს. უახლოეს მომავალში ჩვენს რიგებში იხილავთ ბევრ ახალ ადამიანს, ბევრ პროფესიონალს, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სრულიად განსხვავებულ, პოზიტიურ დინამიკას შემოიტანენ არა მარტო ჩვენს პარტიაში, არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. დღეიდან, როგორც პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენი გუნდის საქმიანობაზე და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს იყოს წარმატებული ადამიანების გუნდი, რომელიც უანგაროდ იდგება ქვეყნის სამსახურში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ყრილობის დელეგატებს, საკრებულოების ,,ქართული ოცნების“ ფრაქციების წარმომადგენლებს, მიიღეთ ეს დავალებად - ხვალიდანვე დაიწყეთ პირდაპირი შეხვედრები მოსახლეობასთან, კონკრეტულად განსაზღვრეთ პრობლემები ადგილებზე, რათა კიდევ უფრო ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს ჩვენი ხალხის საჭიროებებზე”, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა ყრილობის მონაწილეებს. ცნობისთვის, სპორტის სასახლეში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მე-4 ყრილობა მიმდინარეობს.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)