|
2016-05-14 13:38:39, 601 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას
დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტის გადმოგზავნას პრეზიდენტის ადმინსტრაციაში, გავმართავთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება მოხდა ფორსირებულად ძალიან სამწუხაროა. „მესამე მოსმენით ისე მოხდა კანონის მიღება, რომ აქამდე არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და უკვე გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველოს პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას არ შეექმნას არანაირი საფრხე. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საკუთარი შეშფოთება გააცნო, როგოც პრემიერ- მინისტრს, ისე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრა საკომიტეტო მოსმენების დროს. ჩვენ დაველოდებით ამ კანონის გადმოგზავნას პრეზიდენტის ადმინსტრაციაში, შემდგომ გავმართავთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, კანონპროექტის გადაგზავნისთვის პარლამენტს შვიდდღიანი ვადა აქვს, ხოლო პრეზიდენტს ათი დღე აქვს იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი მესამე მოსმენით დღეს მიიღო. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომას პროტესტის ნიშნად ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღებით სასამართლო სისტემის ჩამონგრევა ხდება.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)