|
2016-05-14 13:26:41, 649 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს (Export Development Canada) ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ბრიუს დანლოპს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას დავით ზალკალიანმა კანადურ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს შესაძლებლობების, საინვესტიციო კლიმატის, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4 პუნქტიანი რეფორმების გეგმის, საქართველოს საგარეო სავაჭრო რეჟიმების, ქვეყნის სატრანსპორტო-სატრანზიტო შესაძლებლობების, მიმდინარე მასშტაბური საინვესტიციო პროექტების და უახლოეს მომავალში საქართველოში დაგეგმილი მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს მუშაობის მიმართულებები და საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლო გზები. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქართული მხარე აქტიურად ითანამშრომლებს კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან უახლოეს მომავალში შესაბამისი ბიზნეს დელეგაციების გაცვლის მიზნით.
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)